პროექტის მთავარი
იდეა : - როგორ დავიცვათ სოფელი მუხრანის გარემო დაბინძურებისაგან
პროექტის აქტუალობა: ჩვენი სოფელი მუხრანი ძველი ისტორიული ადგილია.
აქ მდებარეობს ბაგრატიონების სასახლეები, 17-18-ე
საუკუნეების ისტორიული ძეგლები, სასახლესთან არსებული „შატო მუხრანი“, რომელსაც
ყოველ სეზონზე ჰყავს ტურისტების გარკვეული რაოდენობა. იმისათვის, რომ გავზარდოთ ტურისტების
რაოდენობა და უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი გახდეს ჩვენი სოფელი მნიშვნელოვანია ჯანსაღი
გარემოს შექმნა. ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შექმნა და წარმოება,
მიწისქვეშა ( გრუნტის) წყლების დაცვა დაბინძურებისაგან, ნიადაგის დაცვა სხვადასხვა
მომწამლავი შხამქიმიკატებისაგან, ნაგავსაყრელების აღება და მათ ადგილზე მწვანე საფარის
გაშენება.
მოსწავლეთა ასაკი: VII კლასი
ვადები-ხანგრძლივობა: სამი თვე 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე.
მოსალოდნელი შედეგები:
შესაძლებელია კიდევ დაიყაროს ნაგავი და დაბინძურდეს სარწყავი არხები,
დააბინძურონ ნიადაგი. ამისათვის აუცილებელია შეიქმნას მუდმივმომქმედი კომისია, რომელიც
პერიოდულად გააკონტროლებს და დაიცავს გარემოს. კომისიის წევრები იქნებიან:
1.ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი;
2.პოლიციის წარმომადგენელი;
3.სკოლის მოწინავე მოსწავლეები;
4.პედაგოგები;
5.სოფლის მოსახლეობის აქტიური წარმომადგენლები.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: სინჯარები, კოლბები, ნაგვის ჩასაყრელი
პარკები, ხელთათმანები, ნაგვის ურნები.
პროექტის მსვლელობა:
მინი ლექცია: მოსწავლეებს ავუხსენი სოფლის მოსალოდნელი
საფრთხეების შესახებ. მათთან ერთად ყოველდღიურად ვხვდები და ვხედავ, როგორ ბინძურდება
ჩვენი სოფლის გარემო. დავადგინეთ ადგილები სადაც ხდება სისხლით დაბინძურება (მოწყობილი
სასაკლაოები) ქუჩებში, რომელიც დიდ შეშფოთებას იწვევს მათში, ავუხსენი რომ ეს შეიძლება
ეპიდემიაშიც გადაიზარდოს, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს სოფლის მოსახლეობას.
ამ დაბინძურებულმა
გარემომ შესაძლებელია დღეს არსებული სასმელი წყლები(ჭები) უახლოეს მომავალში გამოუსადეგარი
გახადოს და ისედაც მიწისქვეშა წყლების შემცირებული რაოდენობაც დაბინძურდეს და ეპიდემიამ
იფეთქოს.
ასევე საფრთხის სემცველია
ნიადაგი, რომელიც აუცილებელი ბუნებრივი რესურსია. დეგრადირებული ნიადაგი ძნელად აღსადგენია.
მასიურმა დანაგვიანება მას უნაყოფოს და ეკოლოგიურად დაბინძურებულს გახდის.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს
დაუყოვნებლივ შეუდგნენ მუშაობას და იმაზე ფიქრს, როგორ დავიცვათ ჩვენი სოფელი მოსალოდნელი
საფრთხეებისაგან.
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების
აუცილებლობა.
• აანალიზებს გეოეკოლოგიური
პრობლემების გამომწვევ ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე;
• ასახელებს გეოეკოლოგიური
პრობლემების შედეგებს და გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა მოხდება მათი გადაუჭრელობის შემთხვევაში;
• ჩამოთვლის და
შეძლებისდაგვარად ახორციელებს მისი აზრით, ქვეყნისთვის ან თავისი რეგიონისთვის აუცილებელ
გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ლია ღვედიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: likagvedishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://liarvedisvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment